ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

15 ადამიანი დაშავდა ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ბათუმისა და ქედის კლინიკებში გადაიყვანეს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 13 დაშავებულს ქედის კლინიკაში ამბულატორიული დახმარება უტარდება, ხოლო 2 დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ დამატებითი კვლევებისთვის.

მათივე ინფორმაციით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ქედის მუნიციპალიტეტში მოხდა, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოყირავდა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილს დღეს უფლებამოსილებას შეუჩერებენ, მას თემურ გოცირიძე ჩაანაცვლებს