ქედაში ავტომობილი მდინარეში გადავარდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

აბაშაში, სოფელ მარნის გადასახვევთან ავარია მოხდა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. იგი ქედის მუნიციპალიტეტში გადაიყვანეს. საგზაო შემთხვევა ქედაში სოფელ მახუნცეთში მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან მდინარეში გადავარდა. შემთხვევის დროს სხვა არავინ დაშავებულა. ადგილზე მობიილზებული იყვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმედ დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილის ადვოკატებს მსჯავრდებულის მდგომარეობის შესახებ ახალი დოკუმენტაცია გაეგზავნათ
შემდეგი სტატიაეს ქალბატონი პრეზიდენტობის კანდიდატი კი არაა, საკუთარ სამშობლოზე დაშნააღმართული, მართვადი არსებაა