ქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო

news
ავტ.: news ივნისი 28, 2016 23:51

ქედაში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო

აჭარაში, ძლიერი წვიის შედეგად მდინარე აკავრეთა ადიდდა. საღამოს 8 საათზე მოვარდნილმა წყალმა სოფელ “ოქტომბერში” რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა სრულიად გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები “ოქტომბერსა” და “მერისში”. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები და ადამიანთა სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

საფრთხე ემუქრება დაბა ქედაში მდინარე აჭარისწყალისა და აკავრეთას შესართავის მიმდებარე ტერიტორიას. ევაკუირებულია ოჯახები და მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებების გატარება. სამაშველო ჯგუფი ამ დრომდე აგრძელებს მუშაობას ადგილობრივის დასახმარებლად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მობილიზებულია მუდმივმოქმედი საგანგებო შტაბი, რომელსაც გამგებელი დავით დუმბაძე ხელმძღვანელობს.

news
ავტ.: news ივნისი 28, 2016 23:51