ქედაში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ქედაში, სოფელ დოლოგანში 6 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლოს მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. როგორც უწყებაში აცხადებენ, სოფელ დოლოგანში ქვის კარიერზე სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს, რომლის წარმომადგენლები გამოკითხვაზე არიან დაბარებული. მომხდართან დაკავშირებით შესაბამისი ექსპერტიზა არის დანიშნული.

“კერძო მფლობელობაში არსებულ კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად გასროლილი ქვა 2012 წელს დაბადებულ ბიჭს მოხვდა, რომელიც მიყენებული დაზიანების გამო ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და შესაბამისი ექსპერტიზაა დანიშნული. გამოკითხვაზე კომპანიის წარმომადგენლები არიან დაბარებული”,- განაცხადეს შსს-ში

ქედაში, ქვის კარიერის აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მიმდებარე ტერიტორიაზე 100 მეტრის რადიუსში საცხოვრებელი სახლის ეზოში იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიბელიაშვილის ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია,,ჩემს უფლებებს დავიცავ სასამართლოში, როგორც კი სასამართლო გათავისუფლდება ივანიშვილის პოლიტიკური წნეხისგან “