ქებურია – მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას აქვს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება მზად იქნება ოპოზიციის მოთხოვნებზე სასაუბროდ

ევროპული საქართველოს წევრი, ლელა ქებურია, პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის მანდატების გაუქმების პროცესს ეხმაურება.

ქებურიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ოპოზიციის პოზიცია არის მყარი.
ქებურიამ აღნიშნა, რომ სანამ ქართული ოცნება ვერ მიხვდება, რომ კრიზისული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი ნორმალური არჩევნებია, მანამ პროცესი კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შევა.

„ქართული ოცნების პროპაგანდა ცდილობს დააჯეროს საზოგადოება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში არის აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენი მხრიდან ეს იყო მკაფიო გზავნილი კიდევ ერთხელ ამასთან დაკავშირებით, ხოლო ქართული ოცნება რაც არ უნდა ეცადოს გაწელოს პროცესი ხელოვნურად, მით უფრო ღრმა კრიზისში შევა და აქედან ერთადერთი გამოსავალი არის დემოკრატიული ვადამდელი.

კრიზისი უფრო და უფრო გაღრმავდება და აქედან კიდევ უფრო რთული იქნება გამოსავლის მოძებნა, ოპოზიციას კი აქვს ერთადერთი მყარი პოზიცია და გზავნილი, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებას აქვს აზრი მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება იქნება მზად ამ თემებზე სასაუბროდ.“ – განაცხადა ქებურიამ.

banner
წინა სტატიაშილაშა დარსალია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ტოივო კლაარს შეხვდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – ლიცენზიის მქონე ტაქსებისთვის ტექდათვალიერება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოერთმევათ ამ სერვისის განხორციელების უფლება