ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ლონდონი და პარიზი ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების დასაცავად სამხედრო ძალების გამოყენების მზადყოფნას გამოთქვამენ. ღარიბაბადიმ მკაფიოდ აღნიშნა, რომ თეირანი ამ სტრატეგიულ საზღვაო გზაზე გარე ძალების სამხედრო ჩარევას ეწინააღმდეგება.
მისი თქმით, ირანი თავად არის რეგიონში სტაბილურობის მთავარი დამცველი და აღნიშნულ მარშრუტზე კონტროლი მხოლოდ ადგილობრივი ქვეყნების პრეროგატივაა.
„ირანი, როგორც პასუხისმგებელი სახელმწიფო და ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების გარანტორი, ამ მნიშვნელოვან საზღვაო გზაზე ნებისმიერი სამხედრო აქტივობის წინააღმდეგია. ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება სანაპირო სახელმწიფოების პასუხისმგებლობაა“, – წერს ქაზემ ღარიბაბადი სოციალურ ქსელში.


















