ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 92 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის საველე ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჰოსპიტალში 92 პაციენტი მკურნალობს.

როგორც საველე ჰოსპიტლის კოორდინატორი მერაბ ჩიქოვანი ამბობს, ლაბორატორიული კვლევის შედეგების მიხედვით პაციენტები დღეს ბინაზე გაეწერებიან.

„სტაციონარში მკურნალობას დღეს დილით აგრძელებს 92 პაციენტი. ბინაზე ექვსი პაციენტი გაეწერა. დღესაც იგეგმება გაწერა, ვნახოთ, როგორი იქნება მათი ლაბორატორიული კვლევის შედეგები. მეტწილად პაციენტები კვლავ ჟანგბადდამოკიდებული არიან, მაგრამ გვყავს თერაპიული პროფილის პაციენტებიც“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 080, იმერეთში – 262, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 238
შემდეგი სტატიაპრემიერი – ჩვენი მმართველობის დროს მოსახლეობის რაოდენობა 100 ათასითაა გაზრდილი