ქავთარაძის ქუჩაზე, სისხლის ბანკის შენობაში, კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო

საბურთალოზე, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სისხლის ბანკის შენობაში,კიდევ ერთი საველე ჰოსპიტალი მოეწყო.

ჰოსპიტალი 200 საწოლზეა გათვლილი და მსუბუქ და საშუალო სიმძიმის პაციენტებს მიიღებს. მუშაობის პირველივე დღეს ჰოსპიტალში 50-მდე პაციენტი მიიღეს და მათი უმრავლესობა ჟანგბადდამოკიდებულია.

“ეტაპობრივად ხდება საწოლების მობილიზება, პალატების უზრუნველყოფა და პაციენტების დამატებით მიღება. გუშინ მოხდა 1 პაციენტის რეფერალი, სხვა კლინიკაში გადაყვანა მდგომარეობის გაუარესების გამო”,- ამბობენ საბურთალოს საველე ჰოსპიტალში.

banner
წინა სტატიაშითამარ კორძაია – მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი
შემდეგი სტატიაისრაელმა საქართველო „წითელი” ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ” ქვეყნებში გადაიყვანა