ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია

ქავთარაძის ქუჩაზე მოწყობილ საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 64 პაციენტი მკურნალობს. როგორც ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კურატორმა, მერაბ ჩიქოვანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ჰოსპიტალში მოთავსებული ყველა პაციენტი ჟანგბადდამოკიდებულია.

„სტაციონარში მკურნალობას ამ ეტაპზე 64 პაციენტი აგრძელებს. მოხდა 1 პაციენტის გადაყვანა პოლიტპროფილურ კლინიკაში. პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სატურაციის მაჩვენებლის შემცირება და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის გაუარესება გახდა. ყველა პაციენტი უზრუნველყოფილია ჟანგბადის წერტილით. ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში რამდენიმე პაციენტს ბინაზე გავწერთ“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 1 540, აჭარაში – 494, იმერეთში – 462
შემდეგი სტატიატურიზმის სექტორის წარმომადგენელთათვის კოვიდ პანდემიისა და ვაქცინაციის შესახებ ონლაინ კონფერენცია გაიმართა