ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ დროისთვის 91 პაციენტია მოთავსებული

ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში ამ ეტაპზე მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი.

ჰოსპიტალის კოვიდდეპარტამენტის კოორდინატორის მერაბ ჩიქოვანის ინფორმაციით, პაციენტების მდგომარეობა მეტწილად საშუალო სიმძიმისაა.

„ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას აგრძელებს 91 პაციენტი. პაციენტების მდგომარეობა მეტწილად არის საშუალო სიმძიმის, უმეტესობას მიეწოდება ჟანგბადი, ნაწილი არის უჟანგბადოდ და მზადდება ბინაზე გასაწერად. თავისუფალი ადგილები გვაქვს და შეგვიძლია, პაციენტები მივიღოთ. მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.

banner
წინა სტატიაში„სტრატეგია აღმაშენებელი“ – “ოცნებამ” უარი თქვა არამხოლოდ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე, არამედ დემოკრატიული რეფორმების გზით სვლაზე და ევროკავშირში წევრობის პერსპექტივაზე
შემდეგი სტატიაISFED-ის ანგარიში – ქვეყანაში მედიაგარემო პოლარიზებული რჩება, გამოვლინდა ჟურნალისტთა მიერ ტელევიზიიდან წასვლის ფაქტები