ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 მოქალაქიდან ერთ-ერთი „თაიმერის“ ჟურნალისტი ქეთი ფერაძეა

ჰიპერმარკეტ „კარფურში“ შეძენილი ქათმის სენდვიჩით მოწამლული 16 მოქალაქიდან ერთ-ერთი „თაიმერის“ ჟურნალისტი ქეთი ფერაძეა.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, 21 იანვარს, „თბილისი მოლში“ მდებარე ჰიპერმარკეტ „კარფურში“ ადგილზე დამზადებული ქათმის სენდვიჩი მიირთვა. რამდენიმე საათის შემდეგ კი, მძიმე ინტოქსიკაცია დაეწყო, რასაც გონების დაკარგვა მოჰყვა.
ანალოგიური ნიშნებით, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადებმა 16 დაზარალებული კლინიკებში გადაიყვანეს. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები კი, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.
„თაიმერის“ ჟურნალისტი მკურნალობას სახლში განაგრძობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაყმაკოფილებელია.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „კარფურს“ ამ პროდუქციის წარმოება აუკრძალა.
ჰიპერმარკეტების ქსელი სპეციალისტებმა შეამოწმეს და აღმოჩენილი დარღვევების გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

„თაიმერი“ ქეთი ფერაძეს გამოჯანმთელებას უსურვებს.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პრემიერი: აშშ-ს მხრიდან ტერორისტების მხარდაჭერა დამაფიქრებელია
შემდეგი სტატიაპატრიარქი – მე მქონდა შეხვედრა პუტინთან და მას ვუთხარი, რომ სეპარატიზმი გადამდები სენია