ქაშუეთის ეკლესიაში წირვა მიმდინარეობს

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.
როგორც ცნობილია, წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქი მრევლს ტრადიციულად ქადაგებით მიმართავს.

ქაშუეთში ელოდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. ტაძარში მისვლას აპირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც.

დღეს ასევე გაიმართება საყოველთაო ნათლობა. პატრიარქი 800-მდე ბავშვს მონათლავს.

banner
წინა სტატიაში“პანორამა თბილისისათვის” 600 ხის მოჭრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატია„ვარდების რევოლუციის“ მოედნისა და სკვერისთვის სახელწოდება გადარქმევას ითხოვენ