ქაშმირში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს

ქაშმირში, ჯამის შტატში, რომელსაც ინდოეთი აკონტროლებს, ცნობილი ჟურნალისტი შუჯატ ბუხარი მოკლეს. შემთხვევა ქალაქ სრინაგარში მოხდა, როცა ჯურნალისტი საკუთარი ოფისიდან გამოვიდა. თავდასხმის შედეგად ბუხარის გარდა ორი პოლიციელიც გარდაიცვალა, რომლებიც მას მუდმივად იცავდნენ. ინდოეთის შს მინისტრმა რაჯნატ სინგხმა ბუხარის “მამაცი და უშიშარი ჟურნალისტი” უწოდა.

შუჯატ ბუხარი ინგლისურენოვანი გაზეთის Rising Kashmir მთავარი რედაქტორი იყო, ასევე, ხელმძღვანელობდა Buland Kashmir-ს, რომელიც ურდუზე გამოდის და გაზეთ Sangarmal-ს რომელიც ქაშმირის ენაზე გამოდის.
ჟურნალისტი ქაშმირს, ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე იყო. 1947 წლიდან, ბრიტანეთიდან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, სამი სამხედრო კონფლიქტი იყო ამ რეგიონში – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებულია
შემდეგი სტატიაჩინეთმა აშშ-ს 659 დასახელების საქონელზე გადასახადი დაუწესა