30.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

ქარტია: პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.

“6 ივნისს საღამოს, ჩაფხუტიანი პირი „გლოვოს“ ჩანთით, რომელიც სკუტერით გადაადგილდებოდა, ფილარმონიასთან, შაბათის მარშის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, თავს დაესხა ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს და მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდეგ დაარტყა და სახე დაუზიანა. 

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილიდან გაიყვანა, თუმცა მას ამ დრომდე არ გამოუკითხავს ლევან ზაზაძე და სამოქალაქო აქტივისტი თამუნა გიორგაძე, რომელიც ასევე დაზარალდა ინცინდენტის დროს. თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ რეაგირება დააგვიანა. მედიით გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს თავდამსხმელი პოლიციელებთან ერთად, ხელბორკილების გარეშე. მოგვიანებით შსს-მ განაცხადა, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.  

პოლიციის გულგრილი დამოკიდებულება მსგავსი დანაშაულების მიმართ ახალისებს ძალადობას – აგრესიული პირები ჟურნალისტებს  იოლ სამიზნედ მიიჩნევენ. ეს ხდება იმ ფონზე, როცა პოლიცია გამორჩეულად მკაცრია სამოქალაქო აქტივისტების მიმართ და ახალგაზრდებს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს, დაუფიქრებლად ადებენ ხელბორკილებს და აპატიმრებენ.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს კანონის შესაბამისად დასაჯოს ჟურნალისტზე თავდამსხმელი და გამოიჩინოს ძალისხმევა ჟურნალისტებისთვის უსაფრთო სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად”,_ აცხადებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი წითლიძეს: ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია
შემდეგი სტატიაანექსირებულ ყირიმში ბენზინის შემდეგ საკვების დეფიციტიც დაიწყო