“ქართველთა მარშის” მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. რო დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილს სურდა “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბში შესვლა, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს, რასაც პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, დღევანდელი მმართველი გგუნდი საზოგადოებას პოლიციის ენით ესაუბრება და არჩეული აქვს ის პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა “ნაციონალურ მოძრაობას”, რაზეც საზოგადებას მყისიერი რეაგირება ექნება.

banner
წინა სტატიაში“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეები კახი კალაძის საარჩევნო შტაბის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ
შემდეგი სტატიაე.წ. “ქართული მარშის” მონაწილეებმა ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს ოფისს მაშხალები ესროლეს