“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეები კახი კალაძის საარჩევნო შტაბის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ

“ქართველთა მარშის” აქციის მონაწილეები პარტია “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან შეიკრიბნენ და შენობის შესასვლელის პიკეტირებას ცდილობენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მმართველმა პარტიამ, მათ შორის თბილისის მერობის კანდიდატმაც უნდა დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია მიწის გასხვისების საკითხთან დაკავშირებით.

მანამდე აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” შენობასთან და მოითხოვდნენ აღნიშნული ორგანიზაციის მუშაობის შეჩერებას საქართველოში. აქციის მონაწილეთა განცხადებით, აღნიშნული ორგანიზაცია ანტისახელმწიფოებრივია და აფინანსებს ისეთ პროექტებს, რომელიც ქვეყნის ინტერესების საზიანოა და ებრძვის ეროვნულობას.

აქციის მონაწილეთა სურვილის მიუხედავად, სამართალდამცავებმა ისინი ფონდ ”ღია საზოგადოება საქართველოს” ეზოში არ შეუშვეს. სამართალდამცველები ასევე იმყოფებიან კახი კალაძის შტაბთან. ჯერჯერობით აქციაზე რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღია და მზად დისკუსიისთვის – ეს არის ჩვენი საერთო სულისკვეთება და ამ სულისკვეთებას კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ
შემდეგი სტატია“ქართველთა მარშის” მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა