ქართველმა სამართალდამცველებმა მახაჩკალის ყოფილი მერის მუსი მუსაევის ვაჟი დააკვეს?

ქართველმა სამართალდამცველებმა, დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვის ფაქტზე, მახაჩკალის ყოფილი მერის მუსი მუსაევის ვაჟი, ბადრუდინ მუსაევი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, თუმცა რომელი უწყების მიერ და ქვეყნის რომელ ტერიტორიაზე მოხდა მისი დაკავება, მითითებული არ არის.

გავრცელებული ცნობით, აკრძალული ნარკოტიკული საშუალებები მუსაევს არ ეკუთვნის, იგი ანაზღაურებას მხოლოდ გადაზიდვის სანაცვლოდ იღებდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე, მახაჩკალის რაიონულმა სასამართლომ, მუსაევს ასეთივე ბრალდებით, თავისუფლება 3 წლამდე აღუკვეთა და 30 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა. თუმცა, აღკვეთის ღონისძიებაზე ბადრუდინ მუსაევი არ გამოცხადებულა და შემდეგ იგი ძებნილად გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაში„აღენიშნებოდა მრავლობითი დაზიანებები“ – გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე 4 წლის გოგონა პოლიციამ საავადმყოფოში მიიყვანა
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – მრჩება განცდა, რომ სერგი კაპანაძეს სათქმელი არ აქვს და მოწმენდილ ცაზე რაღაცას იგონებს