ქართველმა პოეტმა ისრაელში საკვირაო სკოლა ,,მამულის” მოსწავლეებს, საკუთარი ლექსების კრებული საჩუქრად გადასცა

ისრაელის ქალაქ ლოდში არსებულ ქართულ სახლში” საკვირაო სკოლა ,,მამულის” მოსწავლეებს,ისრაელში მცხოვრებმა ქართველმა პოეტმა და ისრაელის ხელოვანთა კავშირის წევრმა მაკა ფაცურიამ ლექსების კრებული “უდაბნოსა შინა” საჩუქრად გადასცა.
წიგნი გამოცემულია გამომცემლობა “ინტელექტის” მიერ, ხოლო ილუსტრაციები ეკუთვნის მხატვარ ხათუნა ჟოლიძეს.

ცნობისთვის, მაკა ფაცურიას მიერ 10 ენაზე დაწერილ ლექსზე შეიქმნილი სიმღერა “Hasta maniana” 2014 წელს გინესის წიგნის სერტიფიკატით დაჯილდოვდა, როგორც მსოფლიოში პირველი მრავალენოვანი სიმღერა.

შეგახსენებთ, რომ საკვირაო სკოლა დაარსებულია ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელის პროფესიით ექიმ ირაკლი კილაძის მიერ 2017 წელს. სკოლაში ბავშვები სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურას. ასევე ეცნობიან ქართულ მუსიკას, ადათ-წესებსა და ტრადიციებს.

banner
წინა სტატიაშისახლში მოწყობილი ჰქონდათ სათამაშო ბიზნესის ობიექტი-პასუხისგებაში 2 პირი მისცეს
შემდეგი სტატიაXX საუკუნის ქართველი გმირი ჟიული შარტავა 80 წლის გახდებოდა