ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა გიორგობა ავღანეთში აღნიშნეს

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.

სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა პეტრე ხახიშვილმა აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ტარიელ მახარაშვილი და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

საქართველოს თავდაცვის ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე იანვრის თვიდან ასრულებს. მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოების დაცვაა.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს
შემდეგი სტატიაკიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რატომ ეშინია მისი თავისუფლების “ოცნებას”- დეკანოიძე მელიას შეხვდა