ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა, ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა – იაგო ხვიჩია

იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია, რომ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„სინამდვილეში, ეს კანონი ანტიამერიკულია. საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტოდ, ღიად და თავხედურად ვაყენებთ შეურაცხყოფას ამერიკელებს და ვცდილობთ, რომ საქართველოში მათი ფინანსების მიმოსვლა შევზღუდოთ, რომელიც აქამდე ხელშეუხებელი იყო. მგონი, ქართველმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა, ვიყოთ თუ არა ანტიამერიკული ქვეყანა, რადგან ეს კანონი სადაც მიიღეს, ამერიკელებთან საბრძოლველად მიიღეს. თავად ამერიკელებმა 1938 წელს გერმანელებთან, ანუ, ფაშისტებთან საბრძოლველად მიიღეს. ეს კანონი სადაც არ უნდა მიიღო, ვიღაცის წინააღმდეგაა. ამერიკელებმა გერმანელების წინააღმდეგ მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ ახლა ამ კანონით იმ ქვეყანათა რიცხვს ვემატებით, რომელიც სინამდვილეში, ამ კანონით ამერიკელებს ებრძვის და იძახის, რომ ბაია პატარაიას ებრძვის. ჩემი აზრით, ამერიკელებს ამ ქვეყნის წინაშე არაფრით დაუმსახურებია ის, რომ ჩვენ თბილისიდან ვაშინგტონს ვებრძოლოთ. ეს არის შეცდომა ქართველი ხალხის, ჩვენი მომავლის და ჩვენი პარტნიორების წინაშე“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„გახარია საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ალტერნატიული ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიამდინარე მაშავერას მდგომარეობა საგანგაშოა