ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ კეზერაშვილი კორუმპირებული კრიმინალია და არა “მედიის წარმომადგენელი”

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია აცხადებს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ვერც ოპოზიციის მცდელობები და ვერც ცალკეული ევროპარლამენტარის დამოკიდებულება ხელს ვერ შეუშლის. განცხადება ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

„ევროპა რაციონალურია, ის გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს და აჩვენებს რუსეთს, რომ ღირსეული და მეომარი ქვეყნები – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა აუცილებლად გახდებიან ევროპული ოჯახის წევრები“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა ოპოზიციას ხმა არ მისცა და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას.
„ოპოზიციის ყველა მცდელობა, ლეგიტიმაცია ქვეყნის გვერდის ავლით, თუნდაც ევროპარლამენტში მიიღოს, ფუჭია და მომავალში მათ არც ერთ მანდატს არ შემატებს. ყველამ კარგად იცის, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და რა ბრალი მიუძღვით მათ ქვეყნის წინაშე. ასევე კარგად იციან, თუ ვინ არის ბიძინა ივანიშვილი და ისიც რომ, დავით კეზერაშვილი არა მედიის დევნილი მფლობელი არამედ ჩვეულებრივი კორუმპირებული კრიმინალია, რომელმაც მილიონობით დოლარის სარგებელი ნახა ამ ქვეყანაში, მოიპარა და წაიღო ქვეყნიდან“, – განაცხადა საკრებულოს წევრმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აბაშიძე ოპოზიციას: „თქვენ არ გინდათ, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს“
შემდეგი სტატიადანია და ნიდერლანდები უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებიან