ქართველიშვილის ქუჩის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ნაძალადევის რაიონში ქართველიშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით ტერიტორიაზე გზის საფარი წყლის მილების გამოცვლის მიზნით აყარეს, თუმცა შემდეგ ის აღარავის გაუკეთებია. მოსახლეობა აცხადებს, რომ დანგრეული გზა მათ გადაადგილებაში პრობლემებს უქმნით.

არსებული ვითარება ქართველიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს გააცნეს. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ მერიას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

შეხვედრაზე საუბარი იმ ავარიულ სახლზეც იყო, რომლის გამაგრების პირობაც მოსახლეობამ სამი წლის წინ მიიღო, თუმცა სამუშაოები დღემდე არ დაწყებულა.

banner
წინა სტატიაშივასილ პაპავა: „პრო-თურქული“ ან „პრო-რუსული“ განცხადებებისგან თავის შეკავება გვმართებს”
შემდეგი სტატია“ჩვენ ევროპულ მომავალს ვაშენებთ საერთო ისტორიისა და საერთო ხედვის საფუძველზე“