ქართველიშვილი მეგის ქარდავაზე: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, ჯალათი ჩამოყვანილია

ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადიციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს.

,,პირველ რიგში – მადლობა მინდა გადავუხადო პირადად პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს, და ყველა იმ კონკრეტულ ადამიანს, ჩემს უახლოეს მეგობრებს, ვინც უშუალოდ, მთლიანად ჩართულები იყვნენ ამ პროცესში, და ყველაფერი გააკეთეს ამ ჯალათის აქ ჩამოსაყვანად! ეს ის ადამიანები არიან, ვინც ჯერ კიდევ 2013 წელს ნარაზენის “კასრების” ოპერაციაში ლომის წვლილი შეიტანეს და ღმერთს შეჰფიცეს – იქ დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანათ. და უფალმაც შეისმინა მათი ვედრება! განსაკუთრებული მადლობა კი იმისთვის, რომ ყოველივე მას შემდეგ, რასაც ეს დღეები ცდილობდნენ სააკაშვილი, მისი მოძრაობა, ნაც/ტელევიზიები, “ქართულ ოცნებაზე” გაბოროტებული ძალები, რათა ქვეყნის მოსახლეობაში ნიჰილიზმი და ხელისუფლების მიმართ უნდობლობა და უსუსურობის შეგრძნება გამოეწვიათ – ამ იდეის ავტორებს ეს მზაკვრული ჩანაფიქრები სრული და აწ უკვე მერამდენე კრახით დაუგვირგვინდათ! კიდევ ბევრი რამის თქმა და დაწერა შემიძლია ამ თემის გარშემო, მაგრამ დღეს ამ გამონათქვამის სიბრძნეს გავყვები: „ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების!“. ჯალათი ჩამოყვანილია – ეს არის დღეს მთავარი! დანარჩენი – მოგვიანებით!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგენერალურ პროკურატურაში მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხზე ბრიფინგი დაინიშნა
შემდეგი სტატიამდინარაძე: პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო, რომ „ნაცმოძრაობის“ რეალური სახე და სიმბოლო, მეგის ქარდავა, საქართველოში ყოფილიყო ექტრადირებული