ქართველი ვიცე პოლკოვნიკი დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება

ქართველი ვიცე პოლკოვნიკი, რომელიც პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს, “რუსთავი2”-ის ინფორმაციით, დღეს უკრაინის სახალხო დამცველს შეხვდება. გია ცერცვაძემ კიევის წინასწარი პატიმრობის იზოლატორი დღის ბოლოს დატოვა. მას საპატიმროსთან თანამებრძოლები და პოლიტიკოსები ელოდებოდნენ, რომლებიც ქართველ სამხედროს ოვაციებით შეხვდნენ. მის გათავისუფლებას წინ უძღვოდა პროკურატურის გადაწყვეტილება, რომლითაც ცერცავძეს აღმკვეთი ღონისძიების ფორმა პატიმრობა ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით შეეცვალა.

ცერცვაძე გუშინ პროცესიდან უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა ბიუროკრატიული მიზეზებით სასამართლოში საჭირო დოკუმენტის დაგვიანების გამო პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო.

ცერცვაძის გათავისუფლება დღის ბოლოს მაინც მოხერხდა. ცერცვაძის გათავისუფლება რუსთავი 2-ის მაყურებელმა პირდაპირ ეთერში ნახა.

banner
წინა სტატიაშიდღეს ნინოობაა
შემდეგი სტატია“იბერიას” ჟურნალისტის ცემის ფაქტზე დაკავებულები წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს