ქართველი სტუდენტები პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ

ქართველი სტუდენტები ქვეყნის პრემიერ-მინისტრს მთავრობის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს შექმნის ინიციატივით მიმართავენ.

საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქვეყნის რვა უმაღლესი სასწავლებლის 26 სტუდენტს აერთიანებს, მზადყოფნას გამოთქვამს ითანამშრომლოს სხვადასხვა უწყებებთან, მიაწოდონ რჩევები, შესთავაზონ ახალგაზრდული იდეები და რეკომენდაციები. სტუდენტების თქმით, ხელისუფლება და სხვა ინსტიტუციები მათ რესურსებსა და პოტენციალს ნაკლებად იყენებენ.

მათი შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა რჩება, რასაც სტუდენტების განცხადებით, 2016 წელს ჩატარებული კვლევაც ადასტურებს.

სტუდენტები მიესალმებიან წლევანდელი წლის დიალოგისა და საყოველთაო ჩართულობის პერიოდად გამოცხადებას და იმედოვნებენ, რომ მათ ინიციატივას გამოხმაურება ექნება და შეძლებენ სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობის დაწყებას.

banner
წინა სტატიაშიქალბატონი ზახაროვა გამოხატავს რუსეთის ცნობილ დესტრუქციულ დამოკიდებულებას – ირაკლი სესიაშვილი
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი : საგარეო პარტნიორები ძალიან ზედმიწევნით ადევნებენ თვალყურს იმ პროცესებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის შიგნით ვითარდება