ქართველი რეჟისორის გიორგი მარკოზაშვილის მხატვრულმა ფილმმა “სორო” (The Burrow) The North Film Festival Sweden-ის კინოფესტივალზე ოთხი ნომინაციაზეა წარდგენილი.

“სორო” მარკოზაშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომლის პრემიერაც 2025 წლის 24 აპრილს სტოკჰოლმში (შვედეთი) გაიმართება.
ფილმის სიუჟეტის ცენტრში ახალგაზრდა ქალია, რომელიც მოწმის სტატუსით უნდა წარდგეს სასამართლოში. მოწმეთა დაცვის სამსახურს კი მისი დროებით გადამალვა უხდება, რათა მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ფილმში მთავარ როლებს ოთარ მიქელაძე, დათა გოგიაშვილი, ლიკა გიორგობიანი, დავით ტყებუჩავა და ნიკო კანკია ასრულებენ.
The North Film Festival Sweden 2025 წლის 24-25 აპრილს სტოკჰოლმში ჩატარდება.















