“ქართველი “პრემიერი”, რომელიც ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია, ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება. არ მივცემთ უფლებას ხელყონ ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება”- ლუაზო

“ქართველი “პრემიერმინისტრი” (ბრჭყალები გვახსენებს იმას, რომ [კობახიძე] ფალსიფიცირებული არჩევნების შედეგია) ემუქრება ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა. ჩვენ არ მივცემთ უფლებას მმართველი პარტიას ხელყოს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლება”,-წერს ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო X-ზე.

დღეს, არალეგიტიმური პრემიერი, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დაემუქრა. მან ბრიფინგის დროს თქვა: “ვნახოთ, სად გააგრძელებს [სალომე ზურაბიშვილი] ცხოვრებას, გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ”.

banner
წინა სტატიაში“[კობახიძის მუქარა ზურაბიშვილზე] მიუღებელია და ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს. მოვუწოდებ, გაიწვიოს განცხადება და შეუერთდეს ევროპის საბჭოს პრინციპებს”-PACE-ის პრეზიდენტი
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – ვეპატიჟები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს და კიდევ ვინც უნდა, პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ და ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ – მოდით და მოვილაპარაკოთ, როდის და როგორ უნდა დავნიშნოთ არჩევნები