15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ქართველი პოეტი ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს

ტარიელ ხარხელაური საქართველოს პატრიარქ ილია მეორესთან ბოლო შეხვედრას იხსენებს.

tv პირველის ინფორმაციით, ქართველი პოეტი ამბობს, რომ უწმინდესს გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, 15 დეკემბერს ეწვია. 

“მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ პატრიარქთან კიდევ მომიწია შეხვედრა”,_ ამბობს ხარხელაური.

ქართველი პოეტი სიონის საპატრიარქო ტაძარში იმყოფება, სადაც ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-40 დღესთან დაკავშირებით წირვა მიმდინარეობს.

“მე 15 დეკემბერსაც ვიყავი პატრიარქთან. მაშინაც ხელი თავზე გადამისვა და თავზე მომეფერა. მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ პატრიარქთან კიდევ მომიწია შეხვედრა. პატრიარქმა ისეთ სიმაღლეზე ასწია თამასა, რომ ძალიან რთულია…. პატრიარქმა იცოდა, რა უდნა გაეკეთებინა. პატრიარქმა დაგვანახა, რა შეუძლია, როცა უფლის გზით მიდიხარ”, – თქვა ქართველმა პოეტმა. 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის ტერიტორიაზე დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა
შემდეგი სტატიათურქეთში 15 წლამდე ბავშვებს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა ეზღუდებათ