ქართველი ფეხბურთელები გათავისუფლებული არიან – კონსული

ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც თურქეთში ქურდობის ბრალდებით დააკავეს, გათავისუფლებული არიან.

საქართველოს კონსულის ანკარაში, კონსტანტინე კოტარიას ინფორმაციით, სასამართლო გუშინ ჩატარდა, უახლოეს დღეებში კი მორიგი სხდომა გაიმართება. თარიღს კონსული ვერ აკონკრეტებს. უცნობია, როდის გამოცხადდება მოსამართლის განჩინება.

მისივე ინფორმაციით, პირველ სხდომაზე მოსამართლემ მხარეებს მოუსმინა, სადაც მაღაზიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საჩივარს არ შეიტანს.

კონსულის თქმით, საკონსულოს აქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც საფეხბურთო გუნდთან, ისე თურქულ სამართალდამცავ ორგანოებთან.

თურქული მედიის ცნობით, ცხინვალის „სპარტაკის“ ხუთმა ფეხბურთელმა სავარაუდოდ ანტალიის სავაჭრო ცენტრში გარკვეული საქონელი მოიპარა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხაში შიდა საუბნო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები 195 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის C, D და E კატეგორიების შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, მომსახურების სააგენტო კვირასაც იმუშავებს