ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია დაასრულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვედანაყოფის ასეული, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ავღანეთიდან საქართველოში დღეს დაბრუნდა.

მათივე ცნობით, ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე – გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს მისიის წარმატებით განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ნაკრები ასეული ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო მისიაში (RSM) ექვსი თვის განმავლობაში მონაწილეობდა. ასეული ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ასრულებდა.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55 მილიონი ევრო გამოყო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 2 981 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2001 პაციენტი