ქართველი მოკრივე ნაფიცმა მსაჯულებმა ავთანდილ ხურციძე დამნაშავედ ცნეს

ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ნიუ იორკის სასამართლოზე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს. პატიმრობის ვადასთან დაკავშირებით, მოსამართლე გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს გამოაცხადებს.

ე.წ „კანონიერ ქურდს“ რაჟდენ შულაიასა და კრივში ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს ავთანდილ ხურციძეს ბრალი რეკეტსა და ფინანსურ თაღლითობაში ედებათ. ნიუ იორკის პროკურატურის ინფორმაციით, შულაია და ხურციძე ჩართული იყვნენ კრიმინალურ სქემაში, რომელიც შეიცავდა ძალადობას, გამოძალვას, ქურდობასა და თაღლითობას.

ავთანდილ ხურციძე 2017 წლის 8 ივნისს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციისას დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიდუისელი ნუგზარ ქავთარაშვილის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი უნდა გამოაცხადოს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : დავარქვათ დროებითი თუ გარდამავალი მთავრობა, ამ შემადგენლობას ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნება