ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვებს

გამოძალვისა და თაღლითურ გარიგების ბრალდებით დაკავებული ქართველი მოკრივე ავთანდილ ხურციძე ამერიკის საპატიმროს ვადაზე ადრე, 14 სექტემბერს დატოვებს. აღნიშნულის შესახებ სპორტსმენმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.

მოკრივეს გათავისუფლებას ელოდებიან ქუთაისში.

“ვესაუბრე და მითხრა, რომ 14 სექტემბერს გამოვალო. მაშინაც და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა. ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, რადგან ციხეში კარგად იქცეოდა. ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ხელისუფლებაზე, არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ ჩემს შვილს დახმარებოდნენ. ციხეს ავთო მალე დატოვებს და სპორტსაც გააგრძელებს, თუმცა ის საქართველოს სახელით აღარ იასპარეზებს,”- განაცხადა დაკავებული სპორტსმენის დედამ, მაყვალა ხურციძემ.

banner
წინა სტატიაშიცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს
შემდეგი სტატიაიურიდიულმა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა