ქართველი მარიშა ურუშაძე “გუჩის” სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა

ქართველი მარიშა ურუშაძე “გუჩის” სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა. ახალი სტატუსით მან პირველად მიიღო მონაწილეობა “გუჩის” ახალი კოლექციის ჩვენებაში, რომელიც მილანში მაღალი მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

ჩვენება ბრენდის შტაბში ჩატარდა. დიზაინერის შთაგონების წყარო ანტიკური მითები გახდა, ამიტომ დარბაზი ბერძნული, რომაული და ეგვიპტური ღმერთების გიგანტური ქანდაკებებით გააფორმეს.

მილანის მოდის კვირეული “გუჩის” კოლექციის ჩვენებით გაიხსნა და 26 სექტემბერს დაიხურება.

banner
წინა სტატიაშიმაშველები მექსიკის სკოლის ნანგრევებიდან 13 წლის გოგოს ამოყვანას ცდილობენ
შემდეგი სტატია23 სექტემბერს საქართველოში ინდოეთიდან დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილს დროებით ჩამოაბრძანებენ