ქართველი კრიმინალები ევროპაში- მოსკოვის ,,ოქროს გასაღები’’ და საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის წინააღმდეგ ამოქმედებული ძალა

ამ ბოლო დროს სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება ვიდეო თუ ფოტო
მასალა,რომელშიც ასახულია დიდი ხნის ემიგრაციში მყოფი
მშობლები,შვილები ,დები,მამები თუ ნათესავები როგორ იხუტებენ გულში საქართველოდან
ჩასულ მონატრებულ ოჯახისწევრებს.განსაკუთრებით მძიმეა ემოციური თვალსაზრისით
დედის და შვილების შეხვედრა მრავალი,ხშირად ათეულზე მეტი წლის დაშორების
შემდეგ…ცრემლის გარეშე წარმოუდგენელი ცაა მოუსმინო სიტყვები: ,,სკაიპში სულ სხვანაირი
ჩანდი დედი,როგორი გაზრდილი ხარ,არ მჯერა ესშენ რომ ხარ’’


საქართველოს ,,უვიზო’’ დაბრუნება ევროპაში
ყველაფერი კი ასე იყო, ბრიუსელთან ხუთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 2017 წლის 28
მარტს, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირისდა შენგენის ზონის ქვეყნების
ტერიტორიებზე უვიზოდ გადაადგილების უფლება მიიღეს. ბიომეტრიული პასპორტების
მქონე მოქალაქეები, ამიერიდან საქმიანი, ტურისტული, ან ოჯახური მიზნებით, თითოეულ 180
დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში თავისუფლად იმოგზაურებენ, ევროკავშირის და
შენგენის ზონის ყველა ქვეყანაში, ასევე 4 ქვეყანაში, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ
არიან: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; შენგენის ზონის წევრობის ოთხ
კანდიდატ ქვეყანაში: ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი და ხორვატია.
აღსანიშნავია ,რომ ვიზალიბერალიზაციით სარგებლობის უფლება ვრცელდება
საქართველოს პასპორტის მქონე ოკუპირებული ტერიტორიის მოქალაქეებზეც.
​ვიზალიბერალიზაცია და რუსული ნარატივი საქართველოს ხელისუფლება სავიზოლიბერალიზაციის ამოქმედებას 2016 წლისზაფხულში
ელოდა, მაგრამ პროცესი, ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის უარყოფითმა მოლოდინმა
დააყოვნა. ისინი მოითხოვდნენ “მასობრივი მიგრაციის შეკავების ახალი მექანიზმის”
მიღებას. ამ წინადადების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ევროკავშირის ნებისმიერ წევრ-
ქვეყანას ჰქონდეს უფლება, საქართველოს, უკრაინის, თურქეთის და კოსოვოს
მოქალაქეებისთვის, უვიზო რეჟიმის შეწყვეტის მექანიზმი საკუთარი ინიციატივით
აამოქმედოს. ცხადია ეს იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება და საქართველოში წარმატებული რეფორმების და დადებითი ცვლილებების გატარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგი. მითუმეტეს მაშინ როდესაც თავად ევროკავშირი რთული გამოწვევების წინაშე იმყოფება როგორიცაა მიგრაციული კრიზისი,კრიმინალური ვითარება სხვა მიმდინარე პრობლემები. საქართველოსთვის უვიზობმიმოსვლის შემოღებამ, ევროსკეპტიკოსებსა დაპრორუსულად განწყობილი ჯგუფებისთვის პასუხი იყო, რომ ქვეყნის პროევროპულ პოლიტიკას ხელშესახები შედეგები აქვს და ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს მის მტკიცე პარტნიორად. არადა ევროსკეპტიკოსების მხრიდან, წლებია გვესმოდა, რომ ჩვენს მოქალაქეებს ამის უფლება არასოდეს მიეცემოდათ, რომ ეს იყო ფუჭი და ამაო მოლოდინი,რომ ,,ევროპას ჩვენ არ ვჭირდებით’’ და ასე შემდეგ, თუმცა, უვიზო რეჟიმი უპრეცედენტოდ მოკლე ვადებში მივიღეთ,მიუხედავად მოსკოვის მიერ დახარჯული იმ დიდი რესუსრისა და ძალისხმევისა ბრიუსელსა და ევროპის დედაქალაქებში ,რომ ეს შეთანხმება არ შემდგარიყო. ამის შემდეგ უკვე იწყება მეორე,ეტაპი პრორუსული პროპაგანდის,რომ მოხდება ახალგაზრდობის მასობრივი გადინება, რომ ევროპიდან ყველაფერი ცუდი და ნეგატიური შეიძლებოდა მიგვეღო,მაგალითად ტრადიციების რღვევა დამსგავსი აბსურდული მაგრამ მიზანმიმართული კამპანია,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ევროინტეგრაციისკენ  მიმავალ გზაზე შეფერხებას და გულისაცრუებას ისახავდა მიზნად.

არალელურად რუსული პროპაგანდის მანქანამხოლოდ ამას არ ჯერდება და ევროპაშიც ქმნისჩვენგან ერთგვარ ,,საფრთხობელას’’,რომ ჩვენშესაძლებელია ვიყოთ პოტენციური საფრთხეევროპისთვის,რომ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაციისმინიჭება ევროკავშირის უსაფრთხოებას გარკვეულპრობლემებს შეუქმნის. ვინც ევროკავშირის წევრქვეყნებში ცხოვრობს ბოლო წლებში შეამჩნევდა რომხშირია შემთხვევები როცა მასედიაში კრიმინალურქრონიკებში ქართველების მიერ ჩადენილიდანაშაულებების გაშუქებისას სათაურშივე ხდებააპელირება ეროვნებაზე.არადა გადავხედოთსტატისტიკას, გერმანული პოლიციის 2015 წლისსტატისტიკაზე დაყრდნობით, ქართველებიკრიმინოგენურობის მხრივ მსოფლიოს 28 ქვეყანასშორის 27-ე ადგილზე არიან და ჩამორჩებიან ისეთიქვეყნის მოქალაქეებს, როგორებიცაა: სერბეთი, ალბანეთი, მაკედონია, ბოსნია-ჰერცეგოვინა. აგრეთვე, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს: რუმინეთს, პოლონეთს, იტალიას და სხვას. ამსტატისტიკის მიუხედავად ქართველები მაინცმნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ევროპისკრიმინალურ ქრონიკების ავანგარდში, საქმე კიშემდეგშია: ქართველი კრიმინალების უმეტესობაევროპის ქვეყნებში დაკავებულია საცხოვრებელიბინების ქურდობა-დაყაჩაღებით,რომელშიცცხოვრობენ საშუალო ან მაღალი კლასის ევროპელიმოქალაქეები,ისინი,ვისზეც დგას ევროპულიქვეყნების კეთილდღეობა.რომელიც ირჩევსპოლიტიკოსებს ანუ ქართველების მიერ ჩადენილიდანაშაული სტატისტიკით სწორედ ამ სგემენტზემოდის. შესაძლებელია სხვა ეთნიკური ჯგუფის მიერჩადენილი დანაშაული იყოს უფრო მაშტაბური ( მაგალითად ნარკოვაჭრობა,ადამიანებისტრეფიკინგი) მაგრამ ისინი უშუალოდ მოქალაქეებისთვალთახედვის არეალში არ ხვდებიან ანუ არიწვევენ მათ მასობრივ პროტესტს და შესაბამისადზეწოლასაც პოლიტიკურ ისტემბლიშენზე. მასმედიისსაშუალებებიც მკვეთრად რეაგირებენამაზე,გადავხედოთ ევროპის ბოლოდროინდელკრიმინალურ ქრონიკას ‘’ ქართველები ბოქლომებისგატეხვის მეფეები’’ ,,ქართველებისთვის არ არსებობსბოქლომი რომელსაც ვერ გახსნიან’’ აი სწორედ ესენიარიან მოსკოვის ,,ოქროს გასაღები’’ ჩვენი ქვეყნისევროინტეგრაციის,ვიზალიბერალიზაციისწინააღმდეგ. სწორედ ესენი ნებით თუუნებურად,ეკონომიკური სიდუხჭირის თუ რაიმეგააზრებული მისიით ცდილობენ ძლივსმოპოვებული სანუკვარი ვიზალიბერალიზაციაშეაფერხონ. ( თუ გავიხსენებთ, რომვიზალიბერალიზაციასთან ერთად ამუშავდა,,შეჩერების მექანიზმი’) სავსებით რეალურია რომშეწუხებულმა ევროკავშირის რომელიმე ქვეყნისმოქალაქეებმა სწორედ თავის მთავრობა აიძულოს,,შეჩერების მექანიზმი’’ აამუშაოს იმ ადამიანებისქვეყანაზე ვინც მათი ოჯახების კეთილდღეობასემუქრება. არადა აი პუნქტები რის გამოც შეიძლება ესშედეგი დადგეს :
თუ საქართველოს მოქალაქეების მხრიდანგაიზრდება არასწორად წარდგენილიდოკუმენტაციები და საზღვრიდან უკანგამობრუნების ფაქტები;
რეადმისიის (მიგრანტების უკან დაბრუნება) შეთანხმების არასათანადო შესრულება – რეადმისიისდაუკმაყოფილებელი მოთხოვნების რაოდენობისზრდა და სახელმწიფოს ნაკლები თანამშრომლობაევროკავშირთან იმავე რეადმისიის ფარგლებში,გაიზრდება არალეგალურად დარჩენილთარაოდენობა.
ევროკავშირში ჩასული მოქალაქეები საფრთხესშეუქმნიან საზოგადოებას და გაიზრდება კრიმინალი.

ხოლო ღმერთმა არ ქნას და ,,შეჩერების მექანიზმი’’აამუშავებს სკეპტიციზმს რაზეც ასევე აქტიურად მუშაობს ისევ მოსკოვის პროპაგანდა: ,,აბა ვისვჭირდებოდით ჩვენ ევროპაში,,,დროებითი სატყუარა გადმოგვიგდეს’’ და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველოს მთავრობამაც არ უნდა შეასუსტოს ყურადრება და კონტროლი ამ მიმართულებით.საელჩოებმა,საკონსულოებმა და საელჩოების უსაფრთხოების და პოლიციის ატაშეებმა,მესაზღვრეებმა მთელი პასუხისმგებლობით უნდა იმუშაონ,რომ შეძლებისდაგვარად თავიდან ავირიდოთ რაიმე სახით ქვეყნისთვის იმიჯის დამაზიანებელი ქმედებები. დავასრულებ რითიც დავიწყე,თუ მაინცდამაინც  ჯერჯერობით ვერ ვისიგრძიგანებთ იმ დიდი მონაპოვარს,რომელიც ჩვენ ხალხმა და ქვეყანამ დიდი შრომის ფასად მივიღეთ,ვერ ვიაზრებთ რამხელა ეკონომიკური დივიდენდების მომტანია ჩვენი ქვეყნისთვის,რომ ესაა შანსი ვისწავლოთ,ვიმოგზაუროთ, ევროპის ბაზარზე ჩვენიპ როდუქციის გატანა შევძლოთ და ასე შემდეგ.. იქნებ მარტივად ის დავაფასოთ რაც უშუალოდ ჩვენს ყველას ოჯახებს უკვე შეეეხო.ანუ გაგვაერთიანა, წლობით დაშორებულ დედა-შვილს ერთმანეთის გულში ჩაკვრის საშუალება მისცა, იქნებ სწორედ ამიტომ თავად დავგმოთ,თავად არ დავაფაროთხელი,თავად არ შევუნდოთ და შევიფაროთ ასეთი ადამიანები,რომლებსაც ჩვენი ოჯახების ისევ ხელახლა წლობით გაგლეჯვა განუზრახავთ,რომლებიც უკან წარსულისკენ მიგვერეკებიან და ქვეყნის განვითარებას აფერხებენ.ჩვენ ამ ადამიანების დანაშაული ისევე უნდა გავაპროტესტოთ,როგორც მცოცავი ოკუპაციადა რუსული პროპაგანდა.რადგან ეს კრიმინალი ადამიანები სწორედ რუსულ დავალებას ასრულებენ ევროპაში. ეს ხდება ნებსით თუ უნებლიედ ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,რადგან შედეგი რომელიც მათი ქმედების შედეგად შეიძლება დადგეს მხოლოს მოსკოვის წისქვილზე ასხავს წყალს. ამიტომ,ჩვენზეც მოდის პასუხისმგებლობა და მოქალაქეობრივი ვალდებულება როგორც ჩვენი ქყვეყნის წინაშე,ასევე იმ ქყვეყნის წინაშეც რომელშიც ვცხოვრობთ და ვმოღვაწეობთ, რადგან სწორედ ფასეულობები,კულტურა გვაერთიანებს და არამცდაარამც არ არიან კრიმინალები ჩვენი ქვეყნის რეალური სახე. დანარჩენი კი იქნება,აუცილებლად იქნება,ვიზალიბერალიზაცია დასაწყისია მხოლოდ ჩვენს ევროინტეგრაციის.

ჩვენ მხოლოდ დიდი,დიდიხნის შემდეგ ჩვენს საკუთარ ოჯახში -ევროპაში დავბრუნდით და იქ ჩვენი ღირსეული ადგილი უნდა დავიმკვიდროდ. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი,ჩვენ რუსთაველის და ვაჟას ქვეყნიდან ვართ, გვყავს საოცარი,მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები,პიანისტები,მეცნიერები, გვაქვს ფოლკლორი და პოლიფონიური სიმღერები რომლებიც ყველას აღაფრთოვანებს. და ასე შემდეგ. გვყავს პატიოსანი გამრჯე ადამიანები ემიგრაციაშიც,რომლებიც უცხოეთში პატიოსანი შრომით ირჩენენდა არჩენენ ოჯახებს აი სწორედ ესენი არიან საქართველოს სახეები და არა ერთი მუჭა კრიმინალები რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ,მაგრამ ჩვენი ყველას იმიჯს კი გვარიანად აზარალებენ.
დღეს, 18 აგვისტოა, საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღე,რომ ეცოცხლა გიორგი 33 წლის გახდებოდა,იქნებ უფრო დიდი ან იქნებ უფრო უმცროსი იყო იმ კრიმინალქართველებზე ვისი საქციელიც სწორედ ჩვენი ქყვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მტრის წისქვილზეც ასხავს წყალს, როდესაც არა ადამიანური წამებას და ტკივილს გაუძლო ერთმა უბრალო თუ შმაბიჭმა რომ არ დაეჩოქა მტრისთვის,რომ არ გაეცა სამხედრო საიდუმლოება..რომ საქართველოსთვის თუნდაც დღევანდელი უკეთესი დღე დამდგარიყო.. განა რა მიზეზი უნდა არსებობდეს რომ თქვენი ქურდბაცაცობა გაამართლოს ამ მაგალითის წინაშე? ამ ბიჭის შვილების წინაშე? საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეწირული ვაჟკაცების წინაშე? ან თუნდაც თქვენი შვილების წინაშე? აქ ეკონომიკური სიდუხჭირე,შიმშილი და მსგავსი არგუმენტები არ გამოდგება,არ გაპრავდება უღირსობა. დიახ,სწორედ ღირსებაა აქ მთავარი სიტყვა.

ირაკლი გიორგაძე

banner
წინა სტატიაშიყაზანი-თბილისი-სოჭი – 140 კაციანი დელეგაცია სოჭში მიემგზავრება ვიდეო
შემდეგი სტატიაპუტინის პროპაგანდისტული LifeNews-ი უფულობის გამო იხურება