ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებები მეხსიერებიდან არ იშლება- კახა კალაძე

ექვსი წელი ხელისუფლებაში – „ქართულ ოცნებაში“ საგანგებო განცხადება გაკეთდა. კახა კალაძემ ხელისუფელბაში ყოფნის ექვსწლიანი ანგარიში წინა ხელისუფლებზე საუბრით დაიწყო. კალაძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკადრისი პასუხი გასცა 2012 წელს “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლის მთავარი საქმიანობა „ძალადობა, კორუფცია, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა, რუსეთისთვის ქვეყნის ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება“ იყო.

„ქართველი ხალხის წინაშე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაულებები მეხსიერებიდან არ იშლება“- განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, ექვსწლიანი მმართველობის დროს აღიკვეთა ელიტური კორუფცია და ბიზნესის ტოტალური პრაქტიკა, ტოტალური ზეწოლა მედიაზე, შემცირდა პატიმართა რაოდენობა.

„აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება, 12-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობა. სახელმწიფო აღარ უპირისპირებს სისასტიკეს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას“- განაცხადა კალაძემ.

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა იმ მიღწევებზეც ისაუბრა, რომელსაც მისი თქმით, საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. კახა კალაძე ამბობს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ იცვლის ხელწერას და ის ცილისწამებით „ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე“.

მისივე განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა”, ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს მოღალატეობრივ ქმედებებს აბრალებს, სპეკულირებს მცირეწლოვანი ბავშვების მკვლელობითა და ავრცელებენ “გაურკვეველ” ჩანაწერებს.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-ში დაბრუნების საკითხზე გადაწყვეტილება მთავრობამ და პარლამენტმა უნდა მიიღონ
შემდეგი სტატიაოქუაშვილი ასლან აბაშიძის მარჯვენა ხელი იყო და მის განცხადებებში რუსული ხაზია – გია გაჩეჩილაძე ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს აფასებს