ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა – დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ონის რაიონის კურორტ შოვში მომხდარ სტიქიას ეხმაურება და უკრაინის სახელით, ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს.

„მინდა სამძიმარი ვუთხრა შოვის ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც არ უნდა ხდებოდეს უკრაინაში, შუაგულ ომშიც კი, ჩვენ ყოველთვის ვიფიქრებთ იმაზე, როგორ დავუდგეთ უკრაინისთვის უახლოეს ერს, ქართველებს გვერდით! ქართველი ხალხის ტრაგედია ჩვენი ტრაგედიაცაა, პირადად ჩემთვის კი – განსაკუთრებით. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“, – წერს დავით არახამია Facebook-ზე.

banner
წინა სტატიაშისტიქიის ზონაში ამბროლაურის საკრებულოს წევრი ბახილებით მივიდა
შემდეგი სტატიაგიორგი ხუციშვილი სოციალურ ქსელში პირველ ვიდეოკადრებს ავრცელებს