რუსთაველის გამზირზე დღესაც პროტესტია. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან თავისუფლებსის მოედნისკენ მსვლელობით მიდიან. მოქალაქეები ისევ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ვერანაირი შემზღუდავი კანონით და ვერც სხვა მეთოდებით ქართველის ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას ვერ ჩაკლავენ.
ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ სწრაფვას ვერ გააჩერებენ. ვერანაირი რეპრესიული კანონები ვერ გააჩერებს პროტესტს, იმიტომ, რომ კონსტიტუციური უფლება შეკრების და პროტესტს აქამდეც გამოვხატავდით და ამის შემდეგაც გავაგრძელებთ. ამის დასტურია ეს შეკრებაც და მანიფესტაციაც. უნდათ, რომ პროტესტი მოკლან, მაგრამ არ გამოსდით, ვერ მიხვდნენ, რომ ვერ მოკლავენ პროტესტს, – ამბობს ტატო ქელბაქიანი.













