ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას

ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, – აღნიშნულია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯიმ რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაში.

ამერიკელი სენატორები პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებში ჩართვისკენ მოუწოდებენ.

„ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო. ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან მრავალჯერ წამოვჭერით პოლიტიკური დევნის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ მოხარული ვართ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის გაუქმებით, ასეთი პოლიტიკური დევნა და დაკავებები არ უნდა ხდებოდეს. ახლა პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და განმუხტოს პოლიტიკური ატმოსფერო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი დასრულდება სწრაფად და მშვიდობიანად“, – აღნიშნულია სენატორების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – „ქართულ ოცნებაში“ ყველაზე რეიტინგული გიორგი გახარია იყო
შემდეგი სტატიაგრეგორი მიკსი და მაიკლ მაკქოლი – მოვუწოდებთ, პოლიტიკურ მხარეებს ნიკა მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში