ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი საქართველოს ხელისუფლებაა – ხერხეულიძე

“დადგა დრო, როდესაც მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ყველასთან და შეასრულოს მოთხოვნები, რაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის აუცილებელია”- “ქართული ოცნების” ხელისუფლებას საქართველოში აკრედირებული ელჩები მიმართავენ და ევროკავშირის რეფორმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დიპლომატების ამ მოწოდებებს არ პასუხობენ “ქართულ ოცნებაში”. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართველი ხალხი ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას იმსახურებს.

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას, მაგრამ ამ გზაზე მთავარი დამაბრკოლებელი გარემოება არის საქართველოს ხელისუფლება. ეს იცის არაჩვეულებრივად დასავლელმა პარტნიორებმა. ამ გზავნილშიც სწორედ ეს გამოსჭვივის და მე ვფიქრობ, მათ უნდა გასცენ პასუხი ყველა ამ გამოხმაურებას, რომელიც უკანასკნელ დღეებში ვრცელდება იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება ერთ ნაბიჯს არ დგამს, წინგადადგმულ ნაბიჯს იმისთვის, რომ ჩვენ რაღაცნაირად ჩვენს პარტნიორებს გავუგზავნოთ სიგნალი იმის თაობაზე, რომ მზად ვართ, დიახ, გამოვასწოროთ ის რეკომენდაციებში ჩამოთვლილი მითითებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დადგეს ქვეყანა, – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

banner
წინა სტატიაშიქართველებს ძალიან კარგი მუსიკა და კარგი ღვინო გაქვთ – პაპი ფრანცისკე ქართველ მგალობლებს
შემდეგი სტატიაპოზიციების დაპირისპირება ანტიდასავლურობას არ ნიშნავს, თუ არსებობს საკითხები, რაზეც ყოფილ თანაფრაქციელებს მიაჩნიათ, რომ მეტი დოზაა საჭირო, ეს მათი არჩევანია – ვოლსკი