ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დაცინვას აღარ აიტანს

“ქართველი ხალხი ბიძინა ივანიშვილის დაცინვას აღარ აიტანს” – ამის შესახებ “კურიერთან” საუბრისას “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იმყოფება.

“დღეს მოგვატყუეს, დაგვცინეს და შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ღიად დაგვიწყეს ვაჭრობა პოლიტიკურ პარტიებს, ვინც ჭკვიანად მოიქცევით და ივანიშვილის მორჩილები ვიქნებით, იმ პარტიებს გადმოუგდებენ მანდატებს. ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობაზე ძალიან ცუდი შეხედულება აქვს იმიტომ, რომ დანაშაულიც კი შეიძლება ადამიანებმა რაღაცა პერიოდში გაპატიონ, მაგრამ ესეთ დაცინვას და შეურაცხყოფას არავინ აიტანს. მათ ძალიან აწუხებთ ოპოზიციური ერთობა, ამას ვხედავ და ეს ყველაფერი მათ აშკარად ეტყობათ, 2020 წელი არის ბოლო ვადა, რომელსაც ამ ხელისუფლებას მისცემს ხალხი,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ოპოზიციური პარტიების მოთხოვნები უცვლელი რჩება. ლიდერების თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი ექნება, სანამ ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას არ დატოვებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციისას დაკავებულ მოძრაობა „შეცვალეს” 3 წევრს 2-2 -დღიანი პატიმრობა შეეფარდა