“ქართველი ხალხი არის ბოლო არბიტრი და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს”- რურუა საკონსტიტუციო ცვლილებებზე

„ნაციონალური მოძროაბის“ წევრის ნიკა რურუას თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელსაც ქართული ოცნება ახვევს თავს საქართველოს, არის მიუღებელი ყველასათვის და სწორედ ამის ასახვა მოხდა წერილში, რომელიც მოძრაობა „დაიცავი კონსტიტუციას“ ფარგლებში ვენეციის კომისიას გაეგზავნა.
„წერილი, რომელიც ვენეციის კომისიას გაეგზავნა ასახავს იმ მიუღებლობას, რომელიც არის ახალი კონსტიტუციის მიმართ. ცვლილებები, რომელსაც ქართული ოცნება ახვევს თავს საქართველოს არის მიუღებელი ყველასათვის, დაწყებული პოლიტიკური პარტიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებით დამთავრებული. ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ქართველი ხალხი არის ბოლო არბიტრი და აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს, რადგან ხელისუფლება თბილ გარემოს ამზადებს დასარჩენად, მაგრამ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ყოველივე ამას“- განაცხადა ნიკა რურუამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ფანცულაია : დეკანოზ გიორგი მამალაძეს პირადი ინფორმაციით აშანტაჟებენ
შემდეგი სტატია“დასამალი არაფერი მაქვს…გასაჯაროვდეს ეს მიმოწერა” – დეკანოზის განცხადება სასამართლოზე