“ქართველი ხალხი არ დანებებულა ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას”-მიჰკელსონი

“საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხმა წუხელ თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურთ თავიანთი ქვეყანა დაუთმონ რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს.
ევროკავშირმა არ უნდა აქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს.
რუსული იმპერიალიზმი რამდენიმე ფრონტზე მიიწევს წინ. საქართველო ერთ-ერთი ფრონტის ხაზია. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის.
ქართველი ხალხი არ დანებებულა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას,-წერს ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ოცნების თვითგამოცხადებული ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გაჩერებასა და ხალხის პროტესტზე

banner
წინა სტატიაშისაქართველო ეკუთვნის ევროპას”-ნაუსედა
შემდეგი სტატიაჟურნალისტ გურამ როგავას სახის ძვლებისა და კისრის მალის მოტეხილობა აქვს