21.7 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 11, 2026
banner

“ქართველი კაცი შეურაცხყოფას ვერ მოითმენს”- ლევან მაჭავარიანი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა პარლამენტში მომხდარი ინციდენტი შეაფასა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ გუნდმა მმართველ გუნდზე „სერიოზული შეურაცხყოფები“ მოითმინა, თუმცა არსებობს „წითელი ხაზები“, რომელთა დარღვევის შემდეგ რეაქცია გარდაუვალია.

მაჭავარიანი ამტკიცებს, რომ ოპოზიციურ პარტიას მმართველი გუნდისთვის შეურაცხყოფის მიყენება „დავალებული ჰქონდა“ და ეს ყველაფერი „გიორგი გახარიას გეგმის“ ნაწილი იყო.

მაჭავარიანის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრთა უმრავლესობა დაპირისპირების დროს ვითარების განმუხტვას ცდილობდა და ისინი „აშველებდნენ“ მხარეებს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ კადრებში ნათლად ჩანს, ვინ დაიწყო ინციდენტი და რომ კონკრეტულად გიორგი შარაშიძე გამოირჩეოდა შეურაცხყოფებით.

„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს. სერიოზული შეურაცხყოფები იყო“,_ ამბობს მაჭავარიანი.

მმართველი გუნდის წარმომადგენელმა მომხდარის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა პასუხისმგებლობა სრულად გახარიას პარტიის წევრებს დააკისრა.

banner
წინა სტატიაშიხვედელიანი: “ოცნება” მოძალადეობრივი რეჟიმია, ყველამ დაინახა როგორ მოგვაქციეს ალყაში
შემდეგი სტატიარუსეთის თავდასხმა ნიკოპოლზე- დაშავებულებს შორის არიან ბავშვები