“ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ”

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აფრიკაში ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ქართველი სამხედროების მიერ არასრულწლოვნების შესაძლო გაუპატიურების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ანგარიშის შეფასებისას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს.

“ჩემთვის, როგორც მთავარსარდლისთვის დღეს იყო ბევრი საამაყო ინფორმაცია. ჩვენი მისიებიდან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რადგანაც ქართველი ჯარისკაცები არიან ის სიამაყე, რომელსაც ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ვავლენთ და ვატარებთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კი გამოძიება მიმდინარეობს. დაველოდოთ გამოძიებას და შედეგებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურება
შემდეგი სტატია“საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე”