ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში – კობახიძე არახამიას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამიას პასუხობს და ამბობს, რომ მან “ქართველი იანუკოვიჩი” საკუთარ ხელისუფლებაში უნდა მოიკითხოს. კობახიძის განცხადებით, “კრიმინალი სააკაშვილი” დღემდე უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა.

“ტერმინი გამოიყენა ქართველი იანუკოვიჩი, მე მინდა მას ვუთხრა, ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე. საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული და შემდეგ ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე, შესაბამისად ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში”, – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისუბარი – „ომის პარტიის“ ყოველი კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
შემდეგი სტატიანიკა მელია – ჩვენ ვხედავთ, რომ სანქციების ჭურვები ბიძინა ივანიშვილთან სულ უფრო და უფრო ახლოს ეცემა