ქართველი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ ფოკუსირება ევროპულ ქვეყნებზე მოახდინოს

region
: region ივნისი 22, 2019 12:29

ქართველი ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას ურჩევენ ფოკუსირება ევროპულ ქვეყნებზე მოახდინოს

რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს საქართველოში ეხმაურებიან. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის გადაწყვეტილებამ კონკრეტული კომპანიები ერთჯერადად დაზიანდეს და ქვეყნის ეკონომიკაზეც აისახოს, ექსპერტები ამბობენ, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

მათი შეფასებით, საქართველო არ უნდა იყოს რუსულ ექსპორტზე ან ტურისტებზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

ექსპერტები საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ სხვა ქვეყნებზე მოახდინონ ფოკუსირება.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ”დემოკრატიული აუდიტის ცენტრის” ხელმძღვანელი, არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ სხვა ქვეყნებთან უნდა განვითარდეს ეკონომიკური მდგომარეობა.

„არ უნდა ვიყოთ მიბმული და მიჯაჭვული რუსეთზე. კიდევ ერთხელ დარწმუნდა ალბათ, ყველა, რომ საჭიროა ყველა მიმართულებით ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, მაგრამ ამ მხრივაც ჩვენთვის უმთავრესი არის ევროპა, დასავლეთი, სხვა ბაზრები,“ – აცხადებს ახვლედიანი.

ჟურნალისტ ირაკლი ტაბლიაშვილის განცხადებით კი, ქვეყანა წინ უნდა წავიდეს, განვითარდეს, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით და რუსეთის ნაცვლად სხვა ქვეყნის ტურისტებისთვის გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი.

„თუ ჩვენ გონიერად ვიმოქმედებთ, მიუხედავად გარკვეული სიმძიმეებისა, რომლებიც აისახება ტურიზმის სფეროში დაკავებული პირებისათვის, იქნება ჩვენ შევძლებთ, ბაზრის დივერსიფიცირებას, დასავლური ქვეყნებიდან მეტი ტურისტის მოზიდვას და ჩვენი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გათვალისწინებით, ამ ქვეყნის უკეთეს ქვეყნას, უფრო დასავლურ ქვეყნად წარმოჩინებას,“ – განაცხადა ტაბლიაშვილმა.

რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესება, რომ პირველი შემთხვევა არ არის, ამაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომისტი ლაშა გოცირიძემ. მისი თქმით, საქართველომ მსგავსი დაბრკოლება არაერთხელ გადალახა და ახლაც შეძლებს გამოსავლის მოძებნას.

„ამ ეკონომიკურ ბერკეტს პუტინი როდისმე გამოიყენებდა. რა თქმა უნდა, რაც უფრო მალე გამოიყენებთ, უფრო უკეთესია, ვიდრე გვიან, იმიტომ, რომ ნაკლებ ზიანს მიიღებდა ეკონომიკა. გამოსავალი არის, რომ უნდა იყოს დივერსიფიკაცია, დივერსიფიკაცია უნდა იყოს შესაძლებელია ყველა მიმართულებით გარდა რუსეთისა. თავისთავად ჩვენ მსგავსი პრობლემა დაგვიდგა 2006 წელს, როდესაც პირველად ჩაიკეტა ბაზრები და კიდევ უფრო უარესი ნაბიჯები იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეკონომიკამ გადალახა ეს პრობლემა და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც გარკვეული დანაკარგებით, მაგრამ გადავლახავთ ამ პრობლემას,“ – განაცხადა ლაშა გოცირიძემ.

ვლადიმერ პუტინის ბრძანება ძალაში 8 ივლისიდან შედის და ის რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ტრანსპორტირებას უკრძალავს.

ტუროპერატორებს ასევე ეკრძალებათ ტურისტული საგზურების საქართველოში დაგეგმვა და რეალიზაცია. ამ ნაბიჯით, რომელსაც კრემლი სახელმწიფო ინტერსებით ხნის, საქართველო წლიურად მილიონ ნახევარ ტურისტს კარგავს, საერთო ტურისტების რაოდენობის 20%-ს.

region
: region ივნისი 22, 2019 12:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics