დღეს პროტესტი არ იყო მხოლოდ საქართველოში. ქართველი ემიგრანტები ლატვიის დედაქალაქში შეიკრიბნენ, სადაც მხარდაჭერა გამოუცხადეს თბილისში გამართულ აქციას.
ხალხი ითხოვს სამართლიან არჩევნებს, ემიგრანტები კი ამ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.
ქართველი ემიგრანტების მხარდასაჭერად დღეს აქციაზე მივიდნენ ევროკავშირის მოქალაქეებიც.
















