ქართველი ებრაელი, რომელიც გაუჩინარებული იყო, გარდაცვლილი იპოვეს

ქართველი ებრაელი, ჩვენი კოლეგა მედეა კორსანტიას ძმისშვილი, თამარ გოლდენბერგი, რომელიც ისრაელში ფესტივალზე ტერაქტის დროს გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.

„თაიმერი“ მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.

ცნობისთვის, ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ “ჰამასის” შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს, ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ეგვიპტე და იორდანია დაუყოვნებლივ დატოვონ
შემდეგი სტატიაჯო ბაიდენი – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობებს უკავშირდება