ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი „ლაშა რუსთავსკი” ათენის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა

ათენის სასამართლომ ე.წ. კანონიერი ქურდი ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად „ლაშა რუსთავსკი”, ორგანიზებული დანაშაულის მორიგ საქმეზე, სააპელაციო საბჭოს განკარგულების გამოცემის შემდეგ ციხიდან, შემდეგ სასამართლო პროცესამდე გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

როგორც მედია იტყობინება, 62 წლის ქართველი კრიმინალური დაჯგუფების წევრი უკვე მეორედ გაათავისუფლეს. 2015 წელს ის ჯანმრთელობის მიზეზების გამო გაუშვეს ციხიდან, თუმცა, მან განაგრძო კრიმინალური საქმიანობა და 2018 წელს დააკავეს თესალონიკში, სადაც ის ცხოვრობდა.

შუშანაშვილი ჩართული იყო მკვლელობების, გამოძალვისა და ფულის გათეთრების საქმეებში, მათ შორის, ევროპის მასშტაბით.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოში ყოველი მესამე ქალი განიცდის ძალადობას…ნუ გაჩუმდებით! – ჰერჩინსკის მიმართვა
შემდეგი სტატიარუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „უცხოელი აგენტების სიაში“ შეიყვანეს