21.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 4, 2026
banner

ქართველი ძალოსანი ლევან ძიმცეიშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა

კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ლევან ძიმცეიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

პრიშტინაში მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ლევან ძიმცეიშვილი და გიორგი კეკელიძე ასპარეზობენ.

ძიმცეიშვილმა კონტინენტის პირველობაზე მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის ხელმძღვანელობით ატაცში 108 კგ დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონობა იზეიმა.

კეკელიძემ კი ატაცში დაძლეული 86 კილოგრამით მე-6 ადგილი დაიკავა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ისრაელი 101:90 დაამარცხა
შემდეგი სტატია“ნებისმიერ მოლაპარაკებას სიჩუმე უყვარს”- ბუდანოვი რუსეთთან შესაძლო დიალოგზე